The Talent Buzz (http://thetalentbuzz.com)

 

მორიგი ძალიან საინტერესო ბლოგი კარიერაზე, რეკრუტინგსა და ტალანტ-მენეჯმენტზე. აქ წამყვანი თემა კარიერის მენეჯმენტია. როგორ უნდა მოვახდინოთ საკუთარი პროფესიული ცხოვრების დაგეგმვა? როგორ აღმოვაჩინოთ ჩვენი უპირატესობები? ვინ ავიყვანოთ სამსახურში? რომელი საქმიანობაა წარმატების მომტანი?

ამ ყველაფერზე და კიდევ უამრავ საინტერესო თემაზე თითქმის ყოველდღიურად HR-ის გურუ ჯეისონ ბასი მოგიყვებათ.

——————————————————————————————————————————————————–

HR Bartender (www.hrbartender.com)

 

ეს მშვენიერი ბლოგი მათთვისაა შექმნილი, ვისაც სურს სამსახურებრივ საკითხებზე უშუალო ატმოსფეროში საუბარი. ამ აზრით, ის ცოტა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ HR ბლოგი. აუდიტორია ძალიან ჭრელია – დაწყებული ადამიანური რესურსების მენეჯერებით, დამთავრებული უბრალო დასაქმებულებით.

გამარჯობა, მე შერილინ ლობი ვარ, ადამიანური რესურსების კონსულტანტი. მე შევქმენი “HR ბარტენდერი” იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება სასიამოვნო ატმოსფეროში ისაუბრონ საკუთარი საქმიანობის შესახებ

ასე მიმართავს ბლოგის მკითხველს თავად ავტორი. ყველაფერ დანარჩენს გაიგებთ იმ შემთხვევაში, თუ ჩემსავით ხშირად ესტუმრებით HR ნეტში ამ მართლაც ერთერთ ყველაზე კომფორტულ ადგილს. ყველას გეპატიჟებით HR ბარში!

ჟურნალმა Fortune გამოაქვეყნა მიმდინარე წლის 100 საუკეთესო კომპანიის სია დასაქმების მსურველთათვის. 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდში ჯამში მათ 96000-ზე მეტი ვაკანსია აქვთ გამოცხადებული.

ასევე საინტერესოა, რომ დაახლოებით ნახევარმა წინა, 2009 წელს ახალი თანამშრომლები აიყვანა, მეორე ნახევარმა კი ან სტატუს-ქვო შეინარჩუნა, ანაც შეამცირა თანამშრომელთა რაოდენობა.

  1. SAS
  2. Edward Jones
  3. Wegmans Food Markets
  4. Google
  5. Nugget Market
  6. Dreamworks Animation
  7. NetApp
  8. Boston Consulting Group
  9. Qualcomm
  10. Camden Property Trust
  11. Robert W. Baird & Co.
  12. Bingham McCutchen
  13. W. L. Gore & Associates
  14. Recreational Equipment
  15. Zappos.com
  16. Cisco
  17. Methodist Hospital System
  18. Whole Foods Market
  19. Genetech
  20. Devon Energy
  21. Nustar Energy
  22. Johnson Financial Group
  23. Umpqua Bank
  24. Goldman Sachs Group
  25. Novo Nordisk
  26. CHG Healthcare Services
  27. Scottrade
  28. JM Family Enterprises
  29. Quicken Loans
  30. Alston & Bird
  31. PCL Construction Enterprises
  32. Baptist Health
  33. Shared Technologies
  34. Chesapeake Energy
  35. American Fidelity Assurance Co.
  36. Container Store
  37. AFLAC
  38. Scooter Store
  39. TD Industries
  40. Scripps Health
  41. QuikTrip
  42. Adobe Systems
  43. Salesforce.com
  44. Ernst & Young
  45. USAA
  46. Ohio Health
  47. J.M. Smucker
  48. FactSet Research Systems
  49. Mercedes-Benz USA
  50. King’s Daughters Medical Systems
  51. Microsoft
  52. Booz Allen Hamilton
  53. Nordstom
  54. Paychex
  55. Mayo Clinic
  56. Carmax
  57. DPR Construction
  58. Four Seasons Hotels
  59. Monsanto
  60. Indiana Regional Medical Center
  61. Brocade Communications Systems
  62. Kimley-Horn
  63. Southern Ohio Medical Center
  64. Stew Leonard’s
  65. Arnold & Porter
  66. Plante & Moran
  67. EOG Resources
  68. Men’s Warehouse
  69. Mitre
  70. Deloitte
  71. PricewaterhouseCoopers
  72. McCormick & Co.
  73. American Express
  74. Children’s Healthcare of Atlanta
  75. Perkins Coie
  76. Balfoure Beatty Constuction
  77. Baker Donelson
  78. Mattel
  79. Meridian Health
  80. Build-A-Bear Workshop
  81. Atlantic Health
  82. Marriott International
  83. SC Johnson
  84. Accenture
  85. Arkansas Children’s Hospital
  86. Publix Super Markets
  87. National Instruments
  88. KPMG
  89. Bright Horizons
  90. General Mills
  91. FedEx
  92. Gilbane
  93. Starbucks Coffee
  94. Intuit
  95. Orrick, Herrington & Sutcliffe
  96. Lifebridge Health
  97. Herman Miller
  98. Intel
  99. Winchester Hospital
  100. Colgate-Palmolive

დღესდღეობით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ ფლობს ინგლისურს და არ იცის ინტერნეტის გამოყენება, ჩამორჩენილად ითვლება.

ეს ხმამაღალი ფრაზა მე არ მეკუთვნის. მისი ავტორი პრინცი ალ–ვალიდი, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრი, მეწარმე და საერთაშორისო ინვესტორია.  რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ვეთანხმები მას. ინტერნეტი ხომ უსაზღვროა თავისი შესაძლებლობებით. ადრე  დავწერე და ახლაც ვიტყვი, რომ ინტერნეტი  პასუხია ყველა კითხვაზე…

ჩემი სტატიის პირველ ნაწილში  ინტერნეტის მეშვეობით ინგლისურის  შესწავლის შესახებ ვისაუბრეთ. ამჯერად, კი მინდა გაჩვენოთ ის ვებ-გვერდები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ძირითადი საოფისე პროგრამების შესწავლა, რაც ასე მოთხოვნადია დღევანდელ შრომის ბაზარზე.

ბევრი ვეცადე თუ ცოტა, თქვენთვის შევარჩიე ვებ-გვერდები რომელთა მეშეობითაც  სრულიად უფასოდ შეძლებთ ძირითადი საოფისე პროგრამების შესწავლას. ამასთან, გამოგიტყდებით რომ არც მე ვიცი ყველა პროგრამა კარგად. ასე რომ ერთად ვიმეცადინოთ.

 

1. Microsoft Office Word

http://www.baycongroup.com/word.htm

http://www.msoffice-tutorial-training.com/word-tutorials.html

http://mistupid.com/tutorials/word/index.htm

 

2. Microsoft Office Excel

http://www.msoffice-tutorial-training.com/excel-tutorials.html

http://www.baycongroup.com/excel2003/index.htm

http://www.youtube.com/view_play_list?p=72F99B29CF992747&search_query=microsoft+word+tutorial&rclk=pti

 

3. Microsoft Office Access

http://www.baycongroup.com/access2007/index.html

http://www.profsr.com/access/accless0.htm

http://www.freelearn110.com/access/level1/tutorials.html

 

4. Microsoft Office PowerPoint

http://www.baycongroup.com/powerpoint/00_powerpoint_tutorial.htm

http://www.msoffice-tutorial-training.com/powerpoint-tutorials.html

 

5. Microsoft Office Outlook

http://www.msoffice-tutorial-training.com/microsoft-outlook.html

http://www.freeemailtutorials.com/microsoftOutlook2003/

 

როგორც თვითონაც იხილეთ, მოვიძიე ის რესურსები, რომლებიც დაგეხმარებიან სრულიად უფასოდ, სახლის პირობებში შეისწავლოთ ძირითადი საოფისე პროგრამები . თუმცა ამით არ შემოვიფარგლე და დასასრულისათვის, დესერტზე (на дисерт), როგორც ამას რუსები იტყოდნენ, ჩემი საყვარელი ვებ–საიტი შემოგინახეთ.  ეს გახლავთ:

http://www.gcflearnfree.org

მოცემული საიტის მეშვეობით შეძლებთ ნებისმიერი ზემოთ მოცემული პროგრამის შესწავლას და არა მარტო.  ამასთან, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუკი ჩაეწერებით სპეციალურ კლასში, ყოველდღიურად შეასრულებთ დავალებებს და  ჩააბარებთ გამოცდებს (რაც სრულებით უფასოა), კურსის დასრულების შემდეგ მიიღებთ თქვენი ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატსაც. ნუთუ ეს შესანიშნავი არ არის?  უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია? რაღაც არა მგონია!  თქვენ დარეგისტრირდით ამ ვებ–გვერდზე და მსჯელობა შემდეგ განვაგრძოთ. natalie.saginashvili@gmail.com შეგიძლიათ თქვენი მოსაზრებები ამ მისამართზე მომწეროთ.

P.S.  ჩემს მიერ მოცემული რესურსების გამოყენებისას რაიმე სირთულის გაჩენისას, ნუ მოგერიდებათ მოწერა. ყველა კითხვას სიამოვნებით ვუპასუხებ.  წარმატებებს გისურვებთ

იცით, რა საერთო აქვთ მას, უოლტ დისნეისა და ბილ გეითსს? წერა-კითხვის პრობლემები. ეს ისე, შესავლისთვის. ამ პოსტის მთავარი გმირი კი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ბიზნესმენი და გინესის რეკორდსმენი რიჩარდ ბრენსონია.

სერ რიჩარდ ჩარლზ ნიკოლასი სულ ყურადღების ცენტშია, რადგან თვითნასწავლი და ექსტრემალური სპორტით გატაცებული რისკიანი მილიარდელია. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1950 წლის 18 ივლისს გრინვიჩში დაიბადა. თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც შამლი გრინში, სურის საგრაფოშია დაბადებული. სკოლა არ დაუმთავრებია, რადგან ლეგასთენიის გამო (რომლით დაავადებულებსაც წერა-კითხვა უჭირთ) სწავლისას სერიოზული პრობლემები ჰქონდა. პირველი აღიარება ჟურნალ “სტუდენტის” დაარსების შემდეგ მოიპოვა. მასთან სრულიად უსასყიდლოდ თანამშრომლობდნენ ისეთი ცნობილი ავტორები, როგორებიც სარტრი და კარე არიან.

ბიზნესი უნდა იყოს აზარტული, თავშესაქცევი და ის აუცილებლად უნდა აღვივებდეს შემოქმედებით ინსტინქტებს

1969 წელს, სულ რაღაც 19 წლისამ საწარმო ვირჯინი” (Virgin) დააარსა, რომელიც აუდიო-დისკებს აწარმოებდა. 70-იანების დასაწყისიდან კომპანიის აღმავლობა დაიწყო, რაც პირველ რიგში, ბრენსონის დამსახურებაა, რადგან მან იმ დროისთვის Kevin Ayers Group-ის სრულიად უცნობ ბასისტებთან გააფორმა კონტრაქტი, რომელთა პირველი დისკი Tubular Bells 1973 წელს გამოვიდა და 5 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. სწორედ ეს ფინანსური წარმატება გახდა ბრენსონის აღმავალი კარიერის დასაწყისი. “ვირჯინთან” თანამშრომლობდნენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიცაა Genesis, Boy George, Phil Collins, Pet-Shop Boys, Rolling Stones.

საბედნიეროდ ჩვენ არ ვართ საჯარო დაწესებულება, მე კერძო ბიზნესი მაქვს და ეს საშუალებას მაძლევს, ვაკეთო ის, რაც მინდა

პარალელურად ბრენსონმა სხვა შვილობილებიც დაარსა, რომლებიც ერთ კონცერნში საერთო სახელის “ვირჯინის” ქვეშ გააერთიანა. ამ კონგლომერატის მიერ მოტანილმა მოგებამ 2004 წელს 4 მილიარდი ფუნტი სტერლინგი შეადგინა. 2007 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ “ვირჯინი” ბრიტანულ კომპანია Game Domain International-თან ერთად სამგანზომილებიან A World Of My Own (AWOMO)-ს გამოუშვებდა, რომელიც კომპიუტერული თამაშების მსოფლიო ბაზარს თავისი რევილუციური ხასიათით დაიპყრობდა. 3D-გამოსახულებამ რომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და კინოინდუსტრიაშიც შეიჭრა, მთელმა მსოფლიომ დაინახა.

დღეს “ვირჯინის” შემადგენლობაში 150-ზე მეტი დამოუკიდებელი საწარმო შედის. მათ შორისაა სავაჭრო ქსელები, გამომცემლობები, ღამის კლუბები, რადიო-სადგური და სხვა. კონცერნში 25000 ადამინაზე მეტია დასაქმებული და ერთ-ერთი უდიდესია დიდ ბრიტანეთში.

ჩემმა განვლილმა ცხოვრებამ ერთი საოცარი გაკვეთილი მასწავლა – მიუხედავად იმისა, რომ ის მრავალ გამოწვევას გვიგზავნის, პრინციპულად მნიშვნელოვანი მხოლოდ საკუთარი თავის წინააღმდეგ ბრძოლაა

ბრენსონი პოლიტიკაშიც გამოჩნდა. 1998 წელს ტონი ბლერის ეკონომიკური მრჩველი იყო, ხოლო არჩევნებში მისი აქტიური მხარდამჭერი. საკუთარი ფონდიც აქვს და  საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწევა. გამოშვებული აქვს რამდენიმე წიგნი: “ბიზნესი, როგორც როკ-ენ-როლი”, “ცხოვრების გაკვეთილები” და სხვა.

ეს რაც ბრენსონის ბიზნეს-საქმიანობას შეეხებოდა. არანაკლებ საინტერესოა მისი ჰობი, რომელიც ლამის პროფესიად ექცა. სერ რიჩარდი წლებია საჰაერო ბურთით ფრენითაა გატაცებული. მასზე ამბობენ, რომ ბრენსონი ვერ იქნებოდა, რომ არ დაფრინავდესო. გარდა უამრავი სხვა თვისებისა ბრიტანელი იმითაც გამოირჩევა, რომ რისკებს არასდროს ერიდება და იმდენ ენერგიას დებს ბიზნესგარე საქმიანობაში, რამდენსაც სხვა არავინ. მაგალითად, მან 1986 წელს თავისი მეორე ვაჟის დაბადების აღსანიშნავად რეკორდული მოგზაურობა მოაწყო: გემით ყველაზე სწრაფად გადაცურა ატლანტის ოკეანე, ერთი წლის შემდეგ კი იგივე მარშრუტი საჰაერო ბურთით დაფარა.

საჰაერო ბურთებს ხომ ერთი სიცოცხლე აქვთ?! იმისათვის, რომ გაიგო რამდენად მუშაა ის, ერთადერთი რამაა საჭირო – უნდა იმოგზაურო დედამიწის გარშემო

1995-დან 1998 წლამდე დედამიწის გარშემო საჰაერო ბურთით მოგზაურობის უამრავი მცდელობა ჰქონდა. საბოლოოდ სურვილი იმით შეისრულა, რომ კიდევ ერთი რეკორდული მოგზაურობა მოაწყო, ამჯერად მაროკოდან ჰავაიმდე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი: ჰოლი და სემი, რომელთაც შიმშილი და უსახლკარობა არასდროს ემუქრებათ იმის მიუხედავადაც კი, რომ მამის 2,5 მილიარდიანი ქონების საკმაო ნაწილი მსოფლიოს გადარჩენას ხმარდება.

ბრენსონი ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერია, რის გამოც მოიხსენიება, როგორც “სერ”.

კვლავ და კვლავ ვუბრუნდებით ლიდერობის ხელოვნებას. ჩვენს მიერ დაწერილი წინა სტატიები შეიცავდა უამრავ რჩევას. სამაგიეროდ აქ არ დავიწყებ რჩევა-დარიგებას. უბრალოდ განვიხილავთ ზოგიერთ საინტერესო დეტალს… დარწმუნებული ვარ, დაგაინტერესებთ.

ლიდერის კომუნიკაცია მეტწილად დარწმუნებაა. ისინი ხალხს არწმუნებენ, იმუშაონ ერთად, რათა მიაღწიონ ისეთს, რაზეც ადრე არც კი ოცნებობდნენ, რაც აშკარად შეუძლებელი იყო, საკუთარი მიზნები გვერდზე გადადონ (ცოტა ხნით მაინც) ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე.

დარწმუნება ნიშნავს სხვის აზრის შეცვლას. თუ აზრი არ შეიცვალა, ეს ნიშნავს, რომ ის ადამიანი ვერ დაარწმუნეს. ლიდერის საქმე არის სხვისი აზრის შეცვლა, მიმდევრებს მიაღებინოს ახალი გადაწყვეტილება.

საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესს მთლიანად ემოცია წარმართავს. ადამიანის ტვინის ახალმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ თუკი ნებისმიერი გზით დააზიანებთ ტვინის იმ ნაწილს, რომელიც ემოციებზე აგებს პასუხს, თქვენ ვერ მიიღებთ გადაწყვეტილებებს. ეს ხდება იმიტომ, რომ ემოციები არ გვიშლის გადაწყვეტილების მიღებაში  ხელს, არამედ გვეხმარება. ეს ასე მუშაობს: ჩვენ სხვადასხვა მოვლენასა თუ გამოცდილებას გარკვეულ ემოციასთან ვაკავშირებთ იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში მეხსიერებაში დროულად აღვადგინოთ ისინი. ბანალური მაგალითი - როცა ცხელ ღუმელზე ხელს ვიწვავთ, ჩვენ ამას ვაკავშირებთ საკუთარ ემოციასთან. ეს ემოცია აადვილებს ამ ამბის გახსენებას და აღარასოდეს გვავიწყდება, რომ ცხელ ღუმელს ხელი არ უნდა ვახლოთ. თუ ემოცია არ იქნება, ვერ გაიხსენებთ მოვლენას; და თუ ვერ გაიხსენეთ მოვლენა, შესაბამისად გადაწყვეტილებასაც ვერ მიიღებთ.

იმის გამო, რომ დარწმუნება პირდაპირ ლიდერობის, აზრის შეცვლის და გადაწყვეტილების მიღების ცენტრშია, ემოციური პროცესი არის ცენტრი იმ ყველაფრის, რასაც წარმატებული ლიდერები აკეთებენ. უფრო მეტიც, ეს არის პროცესი, რომელიც საჭიროებს ინტელექტუალურ სიფაქიზეს და არავერბალური უნარს. თვით-შეგნებულობა აქ გადამწყვეტ როლს თამაშობს. საკუთარი ემოციური მიდრეკილებისა და რეაქციის გაგება და გააზრება აუცილებელია, თუ ჩვენ ვაპირებთ, სხვებშიც გამოვაღვიძოთ ჩვენნაირი ემოციური რეაქცია. გადაწყვეტილების მიღება არის 9/10 ემოცია და მხოლოდ 1/10 ჯანსაღ აზროვნებაზე.

რატომ? აი ამას უკვე შემდეგ სტატიაში იხილავთ. მანამდე კი შეგიძლიათ, იმსჯელოთ ამაზე, იკამათოთ და ა.შ.

ამ პოსტისთვის გადავწყვიტე, რაიმე პრობლემურზე დამეწერა. ბევრი ფიქრი არც დამჭირვებია. მაშინვე მრავალი ჩვენგანის მთავარი ტკივილი – დროის ნაკლებობა გამახსენდა. ბლოგს რომ გადავხედე, კინაღამ განზრახვაზე ავიღე ხელი. ჩვენ ხომ საკმარისად ვწერეთ ამ თემაზე! შემდეგ ერთი საკმაოდ ლოგიკური კითხვა გამიჩნდა, რომელმაც განზრახულის შესრულებისკენ მომიწოდა. რატომ მაქვს ისევ დროის სიმცირის პრობლემა? ახსნა ასეთი მოვძებნე: ალბათ იმიტომ, რომ “ბლოგის ტრენინგი” საკმარისი არ იყო და კიდევ რაღაც დაგვრჩა უთქმელი. და სწორედ ამ უთქმელს მოვუყარე თავი ჩემს ახალ პოსტში.

მაშ, ასე:

ბევრი უსარგებლო საქმით კავდები? გეგმებს არ აწყობ? საქმე ბოლომდე არ მიგყავს? “არას” არ ამბობ? ესე იგი, დროს ფლანგავ. დროა, რაღაცები ერთად ვისწავლოთ!

1) დაგეგმე რეალური დროები ერთი დღის ან კვირის ფარგლებში. ამაზე შორს ნუ წახვალ. არარეალური იქნება.

2) სტომატოლოგის კაბინეტი და სილამაზის სალონი ერთმანეთთან ახლოსაა? ერთ დღეს ეწვიე ორივეს რამდენიმე წუთის შუალედით. ასე ორ კურდღელს იჭერ: ერთი და იმავე გზის ორჯერ გავლა არ მოგიწევს. შუალედის აღებით კი დაგვიანებისგან გამოწვეულ სტრესს აიცილებ თავიდან.

3) მნიშვნელოვანია, რომ მცირე პაუზები, რომლებიც საქმეებს შორის გამოგიჩნდება, მხოლოდ და მხოლოდ დასვენებისთვის გამოიყენო. არავითარი ახალი ინიციატივები! განიტვირთე სასიამოვნოდ. საინტერესო წიგნი წაიკითხე, გაისეირნე ან უბრალოდ თვალები დახუჭე. მთავარია, ტელევიზორს არ მიუჯდე და არხების გადართვა-გადმორთვით არ გაერთო, რადგან ასე დროზე კონროლს დაკარგავ.

4) ეცადე, ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული საქმეები იმ დროს გააკეთო, როცა ენერგიით სავსე ხარ და ტვინი დასვენებულია. ასე მეტ წარმატებას მიაღწევ და სტრესსაც აიცილებ.

5) საღამოობით კარგი იქნება, თუ მეორე დღისთვის ე.წ. Guide-ს შექმნი, რომელშიც წვრილმანებსაც შეიტან. არაფერია იმაზე უარესი, რომ არ გახსოვს რის გაკეთებას აპირებდი და მხოლოდ სახლში მოსული მიხვდები, რომ დღეს მშიერი დარჩი ან ხვალ სასემინარო თემას ვერ ამზადებ იმის გამო, რომ მასალების მომარაგება დაგავიწყდა. Guide ამისგან გიხსნის. მით უმეტეს თანამედროვე ტექნოლოგიები ამის სულ ადვილად გაკეთების საშუალებას იძლევა. უბრალოდ მობილურში ჩაინიშნე და დროც მიუთითე. შენ თუ არა, მობილურს აუცილებლად გაახსენდება.

stress6) დროს დაზოგავ, თუ საჭმელს მთელი კვირისთვის მოიმარაგებ და ყველა წვრილმანისთვის სუპერმარკეტში არ ირბენ.

7) არასდროს დააპირო ერთ დღეს სახლის დალაგებაც, სარეცხის გარეცხვაც და დაუთოვებაც. გადაანაწილე ისინი კვირის დღეებზე. მე ვიცი, რას ნიშნავს ერთ დღეს გაკეთებული ბევრი საქმის შედეგად მიღებული დაღლილობა და სტრესი. დაჰპირდი შენს თავს, რომ ჩემსავით არ მოიქცევი და მერწმუნე, ყოველდღიურ პრობლემებს გაინახევრებ.

8) მერვე პუნქტი ჩემი ცხოვრების მთავარ შეცომაზე ღაღადებს: ფუნქციები სახლშიც უნდა გადანაწილდეს. ყველა მიჩვეული ვართ, რომ სამსახურში ან სასწავლებელში საქმე იმდენზეა გაყოფილი, რამდენი ადამიანიც მის შესრულებაშია ჩართული. სახლშიც იგივე გააკეთე სამსახურში რომ უშუალოდ შენზე დაკისრებული მოვალეობა ხარისხიანად შეასრულო. დაიხმარე ოჯახის წევრები, ხოლო თუ მარტო ცხოვრობ, მეექვსე და მეშვიდე პუნქტებს გადახედე კიდევ ერთხელ.

9) ისწავლე “არას” თქმა. ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი, რომ მეგობრებისა და ოჯახისთვის შენი მოტივები, თუ რატომ არ მიდიხარ დაბადების დღეზე ან სასეირნოდ, თავიდან საკმაოდ რთულად გასაგები და შესაგუებელია, ამიტომ ახსნა არ დაგეზაროს. მერწმუნე, აუცილებლად გაგიგებენ და მიეჩვევიან.

10) იყავი რაციონალური! შეაფასე შენი შესაძლებლობები სწორად. ნურასდროს გადააჭარბებ მათ. შეეგუე იმ აზრს, რომ ყველაფერს ვერ მოასწრებ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ადამიანი ხარ. გაარკვიე, რა გინდა ყველაზე მეტად, დაისახე პრიორიტეტები და კონკრეტული მიზნები და არ დაგავიწყდეს, რომ დასვენება აუცილებელია.

თუ ამ და წინა პოსტებში მოყვანილ წესებს შეძლებისდაგვარად შეასრულებ და კიდევ დაგრჩება დროის უკმარისობის შეგრძნება, ეცადე მათ მიზეზებს ჩაწვდე. შემდეგ მოგვწერე და ვინ იცის, კიდევ ერთი კარგი სტატია დაიწეროს დროის მენეჯმენტზე. და თუ ასეთ მიზეზებს ვერ იპოვნი, დროის უზენაესობის აღიარება მოგვიწევს.

პრეზენტაციის მსვლელობისას ხუმრობები დაგეხმარებათ, აუდიტორიის ჩართულობაც არ გაწყენთ. იმისათვის, რომ პრეზენტაციამ ეფექტურად ჩაიაროს, უნდა იყოთ ენერგიული და შეერწყათ აუდიტორიას.

როგორც  კომპანიის პრეზიდენტი, ადვილია, დავუშვათ, რომ, როცა თქვენი ტუჩები მოძრაობს, ხალხი ყურადღებას გაქცევთ. მაგრამ პრეზენტაციაზე ყოველი დამსწრე ადამიანი ქვეცნობიერად ასეთ კითხვას სვამს: რატომ უნდა მივაქციო ყურადღება?

როცა იწყებთ პრეზენტაციას იმ აუდიტორიის წინაშე, რომელსაც პრეზენტაციის თემა დიდად არ აინტერესებს, გააცინეთ იქ მსხდომი საზოგადოება. იუმორი, რომელიც თვით-კრიტიკასა და საკუთარი თავის პროტესტს შეიცავს, ფარ-სმალს დააყრევინებს აუდიტორიას და განმუხტავს სიტუაციას. მაყურებლები დიდი ნდობით აივსებიან თქვენდამი პრეზენტაციისა და სხვების წინ საკუთარ თავზე დაცინვის უნარის გამო. ასევე მოსაწონია პიარის ელემენტები, როგორიცაა ხმის მიცემა, ხელების აწევა და სხვ.

გენერალური დირექტორები ამბობენ, რომ მზადყოფნა მნიშვნელოვანია. მაგრამ ისინი ფრთხილად არიან. მეტისმეტად ბევრი გადამეოება და რეპეტიცია საწინააღმდეგო ეფექტს გამოიწვევს. უმთავრესია, დარწმუნებული იყოთ, რომ მზად ხართ შეკითხვებისათვის და კომენტარისათვის პრეზენტაციით დაუფარავი ნაწილიდან. მიეცით პრეზენტაციას უფლება, წავიდეს თავისი დინებით. მაყურებელი პროცესში ჩართულობას იგრძნობს, და ყველანი გაერთობით კიდევაც.

ცოდნა ძალაა. იცოდე შენი საგანი, და უფრო მეტად დამაჯერებელი იქნები. ინფორმაციის ღრმა ცოდნა, რაზეც გაქვთ პრეზენტაცია, გაგხდით ნაკლებად დამოკიდებულს ბარათებსა და PowerPoint-ზე. გახსოვდეთ, რომ ppt მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტია, და არა თვით პრეზენტაცია. არასდროს წაიკითხოთ სლაიდებიდან.

თუ თქვენ გაქვთ საუბარი პერსონალთან, ინვესტორთან ან უფრო მაღალი რანგის პირთან, ნაკლებად ნაცნობ აუდიტორიასთან, მათი სურვილი ერთნაირია. მათ არ სურთ ავტომატიკა, მათ უნდათ ცოცხალი ადამიანი, რეალური პირი, ანუ თქვენ.

თუ თქვენ კარგად მომზადებული ხართ და იცით ყოველივე სიახლე ამ სფეროში, თქვენ შეძლებთ გადასცეთ ხელთ არსებული ინფორმაცია კარგად, წყნარად და დამაჯერებლად.

დიდი არაფერია, მაგრამ ეს ელემენტარული რჩევები დაგეხმარებათ, ჩაატაროთ პრეზენტაცია ცოცხლად, დამაჯერებლად და ეფექტურად.

შემდეგი გვერდი »